fbpx

ამილახვრის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ორხევი-აეროპორტის დასახლებაში, ამილახვრის ქუჩის
კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 550 გრძივი მეტრი
მოცულობის საგზაო მონაკვეთზე იგება და საფეხმავლო ბილიკები ეწყობა.

სამუშაოებს, გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს და
მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება