fbpx

შალვა პაპუაშვილი: ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ცდილობს გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე

დღეს გვექნება შეხვედრა ანტიკორუფციული ღონისძიების სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის და ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის მხრივ. ვიცი, რომ ის სამეული – ნაცმოძრაობა „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს მონაწილეობას, ასევე ჩემდა სამწუხაროდ ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამნიძის გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა მოახდინა გავლენა.

„ის მონაწილეობას იღებდა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, როგორც ჩანს პოლიტიკურ ჯგუფს მასთან საუბარი ჰქონდა და ჩახსნეს სამუშაო ჯგუფიდან. ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ეს სამეული, ცდილობს გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც აქვს თავისუფალი მანდატი. როგორც ჩანს, მას ჰქონდა სურვილი მონაწილეობის მიღების, მაგრამ მოუწია სხვა გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს პაპუაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება