fbpx

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა იპოვონ პარლამენტში ერთად მუშაობის გზები

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოიკრიბოს ენერგია და იპოვონ პარლამენტში ერთად მუშაობის გზები.

„მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენი პოლიტიკა საქართველოში არის ქვეყნის მხარდაჭერის პოლიტიკა. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევის ტრანსფორმაციის პროცესში, რათა დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოიკრიბოს ენერგია. ვიმედოვნებ, რომ ისინი იპოვიან ერთად მუშაობის გზებს პარლამენტში“, – აცხადებს საფრანგეთის ელჩი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება