fbpx

ქართული ოცნება 49,2%,ნაციონალური მოძრაობა29,8%,პარტია საქართველოსთვის 4,1%

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება49,2%
ნაციონალური მოძრაობა29,8%
საქართველოსთვის4,1%
გირჩი – მეტი თავისუფლება2,8%
ლელო2,1%
პატრიოტთა ალიანსი1,9%
მესამე ძალა1,2%
მოქალაქეები1,2%
ლეიბორისტული პარტია1,1%
ევროპული საქართველო1,1%
გირჩი0,6%
სხვა პარტიები4,9%

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

ქართული ოცნება24
ნაციონალური მოძრაობა10
საქართველოსთვის1

წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება)54.1%
გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა)30.6%
ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის)4.6%
გიორგი ფუტკარაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება)2.1%
ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი)1.9%
კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)1.2%
სხვა კანდიდატები5.5%

როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება