fbpx

იოსებ ხახალეიშვილმა აუდიტორიას ქალაქის განვითარების სამოქმედო  გეგმა სფეროების მიხედვით  გააცნ

არტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებსა  და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდა.  მოქალაქეთა ინიციატივით შეხვედრა საუნივერსიტეტო  კამპუსის ტერიტორიაზე გაიმართა.
იოსებ ხახალეიშვილმა აუდიტორიას ქალაქის განვითარების სამოქმედო  გეგმა სფეროების მიხედვით  გააცნო .
მერობის კანდიდატის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი,  ქუთაისის თანაბარი განვითარებაა.

„ქუთაისი ძველი და ახალი უნივერსიტეტების სინერგიით, რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი,  ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს“,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისი თქმით, პროექტები, რომელიც მიმდინარეობს, ან მომავალშია  დაგეგმილი, სატრანსპორტო პოლიტიკასთან ერთად, ქმნის საბაზისო ინფრასტრუქტურას ადგილობრივი მოსახლეობის და ქალაქის სტუმრებისთვის.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. იოსებ ხახალეიშვილმა მოქალაქეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც , ძირითადად, ინფრასტრუქტურას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის პერსპეტივებს,  ახალგაზრდულ პოლიტიკას  და დასაქმების საკითხებს   ეხებოდა.

„ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის, მნიშვნელოვანია, ქალაქი არ დატოვონ ქუთაისელებმა, შევქმნათ შესაბამისი პირობები მათი თვითრეალიზაციისთვის,  სრულვყოთ  სასურველი გარემო ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, ინოვაციებისთვის, შემოქმედებითი ცხოვრებისთვის – ფესტივალებით, გამოფენებით, თავისუფალი სივრცეების დაარსებით. ჩვენ, ყველამ ერთად ქუთაისი ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად უნდა ვაქციოთ,“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, მერობის კანდიდატმა, ქუთაისელთა იმ  ნაწილს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის პროპორციული სიის წევრები წარუდგინა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება