fbpx

საქართველოს საბანკო სისტემას მე-15 კომერციული და პირველი ციფრული ბანკი
შეემატა


ლიტვაში N1 ფინტექის ლიცენზიის მფლობელი კომპანია Paysera საქართველოში ციფრული ბანკის
ლიცენზიით დაიწყებს ფუნქციონირებას. 2022 წლის 17 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა
საქართველოზე კომერციული ბანკის მე-15 და ციფრული ბანკის პირველი ლიცენზია გასცა.
აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით ბანკი ბაზარზე ოპერირებას 4 თვის განმავლობაში სატესტო
რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზია გასცა, ციფრული
ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური
ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი
მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ
ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური
ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ
კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც
სერვისის მოდელის განვითარებას;
სწორედ აღნიშნული პრინციპები დააკმაყოფილა პეისერა ბანკ საქართველომ. Paysera
დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს,
მომხმარებელს სასურველი სერვისები მარტივი ციფრული გადაწყვეტებით მიაწოდოს. 18 წლის
განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო,
უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, კომპანია თავის ლიცენზიით სრულად ფარავს
ევროპულ ეკონომიკურ არეალში შემავალ ყველა ქვეყანას, ხოლო მისი საპარტნიორო ქსელი
მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს,
შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.
“ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა არის ჩვენი
სერვისები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, ფინასური სერვისები რომელიც ჯერ არ
არის ხელმისაწვდომი საქართველოში. იმედია საქართველოს ბაზარზე ვიქნებით პირველი ბანკი,
რომელიც თავის მომხმარებელს გაუხსნის საერთაშორისო, ევროპულ IBAN-ს და საერთაშორისო,
ქართულ IBAN-ს, აღნიშნულით კი წვდომას მისცემს SEPA-ს-ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე
და საქართველოს ეროვნულ გადახდის სისტემაზე ერთდროულად. რაც როგორც იურიდიულ ასევე
ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას მისცემს იყვნენ ევროპული ფულადი ანგარიშსწორების სისტემის
წევრები, მიიღონ ყველა ის ბენეფიტი მათ შორის საერთაშრისო გადარიცხვების ნაწილშიც რაც
სისტემს გააჩნია.” განაცხადა პალიტრა ტვ-სთვის 21 ოქტომბერს Paysera Lt-სმთავარმა
აღამასრულებელმა ოფიცერამა გინტაუტას მეჟეტისმა.
დამატებითი ინფორმაცია:
“Paysera” არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელიც ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და
უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ
სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აფუძნდა 18 წლის წინ და ყავს ერთ მილიონზე მეტი
1 / 2
მომხმარებელი. აერთაშორისო ბაზარზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15
ლოკაციით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.paysera.com/
https://www.youtube.com/user/paysera/featured

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება