fbpx

ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, სოსო კოპალეიშვილთან, ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „სიონმა“ მემორიალთან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს მერიამ ერთჯერადად ფული დახმარება გადასცა.

„მეორე მსოფლიო ომის ისტორიული გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. ომმა არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მათ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, თავისუფლება გვაჩუქეს.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ეს დღე განსაკუთრებით მინდა ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. მათ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება