fbpx

სამტრედიაში ფეინთბოლის ტურნირი ჩატარდა

ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე, ფეინბოლში ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა. გამარჯვება გუნდმა ,,ფალავანი” მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი, რომლისთვისაც ფულადი პრიზი იყო დაწესებული, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.
” ჩემპიონატი საკმაოდ დიდი ჩართულობით გამოირჩევა. ტურნირში 70-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ფეინთბოლის ფედერაციასთან ერთად არაერთი საინტერესო ჩემპიონატის გამართვას ვგეგმვთ.”

პირველადგილოსანი გუნდი მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება