fbpx

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსი დამონტაჟდა
საბურთალოს გამგეობამ, დოლიძის ქუჩა კორპუსი N7, ბალანჩივაძეების ქუჩა N8,
პეტრიწის ქუჩა N4ა და ცინცაძის ქუჩა N9-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის ელექტროპანდუსები მოაწყო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შშმ პირებს დამოუკიდებლად
გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 178 895 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები კი, კომპანიამ „იმგო“ შეასრულა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება