fbpx

ვასილ გველესიანი: ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს

ვასილ გველესიანი: ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და
ეკონომიკური განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი შეხვედრებს
ქალაქის ტერიტორიაზე განაგრძობს. დღეს კანდიდატი ბიბილაშვილის, ფარნავაზისა და
აღმაშენებლის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები
გააცნო.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ბიბილაშვილის,
ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებთან გავმართე.
ადგილობრივებს გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელსაც მომავალი 4 წლის
განმავლობაში განვახორციელებთ.
ამ ქუჩებზე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისეთი
მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: აღმაშენებლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია,
გარე განათებების განახლება, საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და მის მიმდებარედ აუთვისებელი ტერიტორიების
ათვისება.
ჩვენი მიზანია შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური
განვითარება შეეტყოს თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს “- განაცხადა ვასილ
გველესიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება