fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!

ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან წითელი კვერცხების მირტყმის დროს ტექსტს „სად მიდიხარ – ევროპაში“ ამბობენ.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიხარულით ეგებება ქრისტიანული სამყარო!
ქრისტე აღსდგა! -ულოცავენ მართლმადიდებლები ერთმანეთს!
ჭეშმარიტად აღსდგა! – ისმის პასუხად.
ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
არც დედასგან, არც მამისგან, არც ბებია-ბაბუას არ უსწავლებიათ არაფერი და არც შენ გაგიგია არავისგან?
თუ არ გინდა ისწავლო?!
დავიჯერო სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა ეს ხალხი?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება