fbpx

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოები

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოები:✔️ საგზაო ინფრასტრუქტურა 87 705 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;სრულად მოწესრიგდა ფანასკერტელის ქუჩა, 20 581 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 845 589 ლარი დაიხარჯა.ასევე, რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდა დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც აქამდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ჯამში, 30 251 კვადრატული მეტრი ფართობი მოასფალტდა.✔️ სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია 23 მისამართზე განხორციელდა;განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საბურთალოს რაიონში არსებული ყველა დიდი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. ✔️ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 30 მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა;✔️ 7 მისამართზე ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა;✔️ საყრდენი კედელი მოეწყო 8 მისამართზე;✔️ 7 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა;✔️ შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები მოეწყო 5 მისამართზე;✔️ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 177 პროექტი.აქედან რეაბილიტირდა 64 ლიფტი,სადარბაზო გარემონტდა 28 მისამართზე,წყალარინების ქსელი მოწესრიგდა 33 მისამართზე,17 მისამართზე სახურავი შეკეთდა და სხვა სამუშაოები ჩატარდა.✔️ საბურთალოს რაიონში პანდემიის პერიოდში, ჯამში, 7008 ნობათი დარიგდა.2020 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 20 789 868.64 ლარი დაიხარჯა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია