fbpx

რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე-გვარამია ოპოზიციას

ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო ოპოზიციავ, ჩვენ არ ველოდებით და არ მოვითხოვთ თქვენგან ასიათასიან მიტინგს (ყოველ, შემთხვევაში, ჯერ), არც ხელისუფლების მყისიერ გადაგდებას, არა. ჩვენ გვინდა (და არა – მოვითხოვთ), რომ დაიწყოთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და არ იყოს ალეკო ელისაშვილის და თეა წულუკიანის ტექსტები მთავარი განხილვის საგანი.

✌აი, ნაცმოძრაობის განახლება – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
✌აი, ბათუმში მუდმივი აქცია (თავისუფლების კვარტალი) – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
✌აი, სირცხვილიას აქციები, დაგეგმილიც (პროატიული) და სპორადულიც (რეაქტიული) – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
✌აი, მოძრაობა საქართველოსთვის (2020ის სახელითაც იცნობენ) კარვები პარლამენტთან – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
✌აი, გიორგი ვაშძის რეგიონებში სიარული – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
✌აი, ნიკა მელიას ბრიფინგი – არ გადავიხდი, დამიჭირეთ, – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
სწორედ ასე დასრულდება ქართული ოცნება, რომელიც ისედაც თვითგანადგურების რეჟიმშია. მერე ის ასიათასიანი მიტინგიც იქნება და ყველაფერი დანარჩენიც.

აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ! სხვისი იმედი არც გვაქვს და ვერც გვექნება – ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! წარმატებებს გისურვებთ!

ps ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ, რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელშ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება