fbpx

რომ ვიყო ისეთი თვალწარმტაცი, როგორიც არის ქალბატონი კელი დეგნანი, იგივე განცხადებას გავაკეთებდი-ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებაზე ამბობს, რომ ელჩის ადგილას, თავადაც მსგავს მოწოდებებს გააკეთებდა და ეს სრულიად ბუნებრივია.

ამასთან, როგორც მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, კელი დეგნანს არ უთქვამს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბდა, არამედ აღნიშნა, რომ დაიკარგა რწმენა არჩევნების მიმართ.

„მეც რომ ვიყო კელი დეგნანი ახლა, რომ ვიყო ისეთი თვალწარმტაცი, როგორიც არის ქალბატონი კელი დეგნანი, იგივე განცხადებას გავაკეთებდი. მე რომ ვიყო ელჩი, ელჩის გადმოსახედიდან იგი აკეთებს სწორ განცხადებას. გინახავთ თქვენ ელჩი, რომელიც არ ცდილობს, დაიყოლიოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, რათა შევიდეს პარლამენტში. ასეთი არ არსებობს. არაჩვეულებრივი ადამიანია, მათ შორის გარეგნული თვალსაზრისით. სწორად იქცევა ქალბატონი კელი დეგნანი, როცა კეთდება მსგავსი განცხადება. ის ცდილობს თავის მაქსიმუმს. მის ადგილზე ყველა ელჩი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც რომ ვიყო ქალბატონი კელი დეგნანის ადგილზე, იგივენაირად მოვიქცეოდი. ის არ ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ქალბატონი დეგნანი ამბობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში დაიკარგა რწმენა არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება