fbpx

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა
მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლის
მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელი
შენდება.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ხევძმარის ქუჩის N10ბ-თან ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა და საფრთხისშემცველი
მდგომარეობა იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების
განხორციელება. პროექტის დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გზის
ჩამოშლის საშიშროებას. ასევე, კედლის მოწყობისთანავე დამონტაჟდება ლითონის
დამცავი ღობე“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად
ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 360 000-მდე ლარი აქვს
გათვალისწინებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება