fbpx

ლევან ქარუმიძე მაია სანდუს განცხადებაზე: ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ტვიტს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა უერთდება საქართველოს მთავრობისადმი ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დაუშვას.

„სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, – აღნიშნა ლევან ქარუმიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება