fbpx

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე:ოროთახიან ლუქსში იხდის სასჯელს


ჩვენ ვნახეთ, რამდენად კარგ პირობებშია პატიმარი, ამ შემთხვევაში პაციენტი სააკაშვილი. ისეთ სისტემას ქმნიდა თავის დროზე, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ წარმოიდგენდა რომ ამ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო პატიმარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ის კი არა, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ქვეყანაში, რომელმაც საყვედური უთხრა ხელისუფლებას, იმის გამო, რომ ადამიანი, რომელიც იყო მწამებლური სისტემის შემქმნელი, ოროთახიან ლუქსში იხდის სასჯელს. აქვს სამედიცინო მომსახურება უმაღლე დონეზე და ერთადერთი, რასაც ვაწყდებით მეორე მხრიდან პასუხად ამისა, არის მძიმე შეურაცხყოფა მედპერსონალი ქალების მიმართ, თავში სროლა გარკვეული საგნების, აგრესია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სულ ფეიკებზე აგებული ყალბი კამპანია. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული მათი ფეიკ-კამპანიისგან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება