fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“

ირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენმა პარტიამ 2017 წელს ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური
რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მმართველმა პარტიამ 2017 წელს ჩაწერა და განსაზღვრა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური.
„რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ახლა კულმინაცია იყო სწორედ სამ მარტს, ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მეგობრებო, ეს არის ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო. მანამდე არავითარი ევროპული ჩვენს ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა კლასიკური დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის დამყარება და გამყარება ქვეყანაში, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას, მკვლელობას და ა.შ. სადაც არ უნდა ყოფილიყო არავითარი თავისუფალი. მთავარი – კონსტიტუციაში ჩვენმა პარტიამ 2017 წელს ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს მხოლოდ კი არ ჩავწერეთ ჩანაწერი ჩანაწერისთვის, არამედ ჩვენ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ თუ არ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა. არცერთ შემთხვევაში მეგობრებო – მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი ეს არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია