fbpx

ირაკლი ლატარია: რუსეთის ინტერესს ატარებენო საუბრობენ ისინი, რომლებიც დღემდე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში წერილს წერილზე წერენ, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირში

„როდესაც მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე – ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა ქვეყნის, საერთო საქმისა“- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ვინც ზემოაღნიშნული დებულება დაწერა, შემდეგ განიხილა და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა იმაზე საუბრობენ რუსიო და რუსების ინტერესის დამცველიო, თან ის ხალხი, ვინც ხელფასს, პრემიასა და გრანტს იღებენ რუსეთიდან.

,,საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”
წარმოგიდგენიათ უტიფრობის რა ,,ლეველზე” არიან? ვინც ზემოაღნიშნული დებულება დაწერა, შემდეგ განიხილა და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა იმაზე საუბრობენ რუსიო და რუსების ინტერესის დამცველიო, თან ის ხალხი, ვინც ხელფასს, პრემიასა და გრანტს იღებენ რუსეთიდან.. ის ხალხი, ვისაც რუსეთში იცნობენ როგორც რუსს ბიზნესმენს.. ის ხალხი, რომლებმაც რუსეთს მისცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი.. ის ხალხი, რომლებმაც პუტინს აუსრულეს ყველა ოცნება, რაც კი ჰქონდა საქართველოს მიმართ… რუსეთის ინტერესს ატარებენო საუბრობენ ისინი, რომლებიც დღემდე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში წერილს წერილზე წერენ, რომ საქართველო არ მიიღონ ევროკავშირში…
რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ, როდესაც წამლის ბარიგა აპროტესტებს ნარკოტიკებს.. როდესაც, მწამებელი საუბრობს ადამიანის უფლებებზე და როდესაც, ყველა ტელევიზიის დამხურავი წივის სიტყვის თავისუფლებაზე _ ეს არის შოუ, ფარისევლობა და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამოხატვა და არა _ ქვეყნის, საერთო საქმისა…“- წერს ლატარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება