fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: შოთა არველაძე პირდაპირ ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივსა და გეგმაში

წავიკითხე შოთა არველაძის მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდოდა ჩემი პოზიციებიც დამეფიქსირებინა და მეთქვა მისთვის, როგორ პირდაპირ ჩაჯდა ამ პოსტით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივსა და გეგმებში – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, შოთა არველაძე განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემს.

„წავიკითხე შოთა არველაძის მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდოდა ჩემი პოზიციებიც დამეფიქსირებინა და მეთქვა მისთვის, როგორ პირდაპირ ჩაჯდა ამ პოსტით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივსა და გეგმებში…როგორი სირცხვილია….მას ამ ძველი პოსტის გამო დავუბლოკივარ, აქედან ჩანს, როგორ პატივს სცემს განსხვავებულ აზრს!
https://www.facebook.com/100033742208713/videos/468108055252919/
ძალიან ვიკავებდი თავს ამ პოსტის დაწერისგან, მაგრამ რომ დაგიფჩენიათ პირი და ტაშს უკრავთ არველაძეს, არც ის დაგავიწყდეთ, რომ მისთვის უახლესი ძმაკაცის „ჩაშვება”, ნაცების რეჟიმის „სვეტურად” გაპრავება და „პავლიკმოროზოვობა” უცხო ხილი არ არის. ამ ერთ, რამდენიმეწამიან ვიდეოშია ყველაფერი თავმოყრილი. ამიტომ სანამ ვინმეს გააფეტიშებთ, აუცილებლად გადახედეთ მის „ადამიანურ სახეს”“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება