fbpx

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე პრაქტიკულად ყველა ნაციონალური მაუწყებელი მონოპოლიზებული იყო ხელისუფლების მიერ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა

ირაკლი კობახიძემ ქართულ მედიასივრცეში 2012 წლამდე და დღეს არსებული ვითარება ერთმანეთს შეადარა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„2012 წლისთვის, წინა ხელისუფლების პირობებში იყო მდგომარეობა, როდესაც ყველა ძირითადი ნაციონალური ტელეარხი იყო მონოპოლიზებული წინა ხელისუფლების მიერ და რეალურად სხვადასხვა ყაჩაღური მეთოდით მოხდა ამ ტელევიზიების მიტაცება. „იმედი“ ამის ყველზე თვალსაჩინო მაგალითია. „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო მიტაცებული – პრაქტიკულად ყველა ნაციონალური მაუწყებელი მონოპოლიზებული იყო ხელისუფლების მიერ და საერთოდ არ ისმოდა განსხვავებული აზრი ტელევიზიებში. უკიდურესად იყო გართულებული ახალი ტელევიზიების, მედიასაშუალებების დაფუძნება და იყო ჩვეულებრივი ტერორი და ზეწოლა მედიასაშუალებებზე, რაც სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. მაგალითად, ჩვენი მთავარი ოპონენტი პარტია „ნაცმოძრაობა“ 3 ტელეარხს ფლობს და ისინი მაუწყებლობენ ნაციონალურ დონეზე. გარდა ამისა არის უამრავი სხვა მედიასაშუალება, რომლებსაც თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება