fbpx

გია ცაგარეიშვილი: ლეგენდა, რომ ლაკა ხოშტარია არის ახალი დროის მარო მაყაშვილი, დაიმსხვრა

​ლეგენდა, რომ ვინმე ლაკა ხოშტარია არის ახალი დროის მარო მაყაშვილი, დაიმსხვრა ბროლის თასივით, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „დროას“ ლიდერის МГИМО-ში სწავლაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველებისგან განსხვავებით, მას ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირი არ გაუწყვეტია.

„რით განსხვავდება ელენე ხოშტარია [ხვიჩა] კვარაცხელიასგან ან თამარ გვერდწითელისგან? ეს ადამიანები წამოვიდნენ რუსეთიდან, მოშორდნენ რუსეთის შრომით ბაზარს და ქალბატონი ელენე, როდესაც მათ ამუნათებდა, ლანძღავდა, აკრიტიკებდა, მაშინ იმავდროულად ფულს იღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეატრების გავლით. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ვისი მემკვიდრეა, რაში იღებს [ჰონორარს] – რუბლებსა თუ დოლარებში. ლეგენდა, რომ ვინმე ლაკა ხოშტარია არის ახალი დროის მარო მაყაშვილი, დაიმსხვრა ბროლის თასივით“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება