fbpx

ირაკლი კობახიძე – საქართველოში ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, სადაც კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს, სამწუხაროდ, ეს სფერო მონოპოლიზებული აქვთ არაკეთილსინდისიერ ენჯეოებს არაკეთილსინდისიერი ხელმძღვანელობებით

საქართველოში ასეულობით არასამთავრობო ორგაგანიზაციაა, სადაც კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს, ასეთია ენჯეოების უმრავლესობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სფერო მონოპოლიზებული აქვთ არაკეთილსინდისიერ ენჯეოებს თავისი არაკეთილსინდისიერი ხელმძღვანელობებით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის მაგინებლები და ისინი, ვინც სცენაზე გამოდიან და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ემსახურებიან, პივიტის აყალბებენ და ა.შ. რაოდენობრივად სულ 10-15 ენჯეოა, მაგრამ დაფინანსების მხრივ, ბაზრის 2/3 უჭირავთ.

„საქართველოში არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, აქ ჩამოვთვალე მაგალითად, მიქელაძე, ნინია კაკაბაძე, პატარაია, ყველა ორგანიზაცია ღმერთმა დაგვიფაროს, რაზეა ლაპარაკი, ყველა კი არა, სინამდვილეში რაოდენობრივად ესენი არიან უმცირესობა, მაგრამ დაფინანსებას თუ ავიღებთ, მათ უჭირავთ ალბათ ბაზრის 2/3. ყველაზე მდიდარი ენჯეოები მათ ეკუთვნით, მაგრამ საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კეთილსინდისიერად არის დაკავებული იმ საქმიანობით, რომელიც შედის ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებში.
ეკლესიის მაგინებლები და ისინი, ვინც სცენაზე გამოდიან და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ემსახურებიან, პივიტის აყალბებენ და ა.შ. რაოდენობრივად მაქსიმუმ 10-15 ენჯეოა, უბრალოდ, მათ დაფინანსების 2/3 აქვთ, თორემ საქართველოში ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, სადაც კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს, რომლებიც არ არიან არც ეკლესიის მაგინებლები, არც პოლიტიკაში ერთვებიან, რაც ენჯეოს ფუნქცია არ არის. ასეთია, ენჯეოების უმრავლესობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სფერო აქვთ მონოპოლიზებული არაკეთილსინდისიერ ენჯეოებს თავისი არაკეთილსინდისიერი ხელმძღვანელობებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება