fbpx

ტელევიზიებში შეჭრა, ათასი უბედურება და ახლა ამ ყველაფრის შემოქმედს 27 ქვეყნის დემარშით იცავენ. ეს ხომ სირცხვილია


გვახსოვს 2012-წლამდე რა ვითარება იყო. იქაც იყო გაცხადებული სწრაფვა ევროპისკენ, მაგრამ შინაარსი რა იყო? შინაარსი იყო ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიებში შეჭრა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებზე დასავლეთის რეაქცია რბილი იყო.

„რამე რეაქცია იყო? – არაფერი. ერთი რეზოლუცია დამტკიცდა და მორჩა, ისიც ძალიან რბილი ტექსტით. ტელევიზიებში შეჭრა, ათასი უბედურება და ახლა ამ ყველაფრის შემოქმედს 27 ქვეყნის დემარშით იცავენ. ეს ხომ სირცხვილია. მართლა სირცხვილია. გეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილზე მეტი ზრუნვა უნდა გამოიჩინოთო. ეს ხომ ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ეს დანაშაულები არ მომხდარა, არავინ უწამებიათ, არავინ მოუკლავთ, არც „იმედში“ შემოჭრილან, არც „რუსთავი 2“ მიუსაკუთრებიათ, არც ათობით ათასი ბიზნესმენი დაუყაჩაღებიათ – არაფერი მომხდარა. ღირსება თუ არ ვაჩვენეთ, ყველაფერი უკან მოგვრჩება – სახელმწიფოც, სუვერენიტეტიც, ევროპაც“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება