fbpx

ზელენსკი და მისი გუნდი გამარჯვებას იზეიმებს „კვარტალ-95“-ში და გაითამაშებს ,,სკეტჩს,, ქართული აქცენტით-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი:

დღევანდელი სტამბულის შეხვედრის შემდეგ მარტივად შეიძლება სიტუაციის აღწერა და დაფიქსირება:

– პუტინი გამარჯვებას იზეიმებს 9 მაისს წითელ მოედანზე და კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს ე.წ. ზებგერით რაკეტას (რომელიც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ბლაგვთავიანი ბალისტიკური რაკეტა, რომლის მიზანში მოხვედრის სიზუსტე გაბნეულია კიევიდან ჩერნიგოვამდე მანძილზე) ;

– ზელენსკი და მისი გუნდი გამარჯვებას იზეიმებს „კვარტალ-95“-ში და მოქმედი პრეზიდენტი და მთავარი როლის შემსრულებელი კიდევ ერთხელ გაითამაშებს სკეტჩს ქართული აქცენტით და კიდევ ერთხელ იხუვლებს სავსე დარბაზი ზიგ-ით : „სლავა გეროიამ“!

– უკრაინა და მისი მოქმედი ხელმძღვანელობა დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან უკრაინის „სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ უზრუნველყოფის პოლიტიკური გარანტიების მისაღებად, რომელიც გაგრძელდება ორი-სამი ათეული წელი-მინიმუმ;

– რუსეთი წითელი მოედანზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დადებს კიდევ ერთ გახვრეტილ ჩაფხუტს რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომში გამარჯვების აღსანიშნავად და ამ ომში განადგურებული რუსეთის არმიის კონტინგენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

– უკრაინა გააგრძლებს ევროკავშირის წევრად გახდომისთვის უკვე გაკეთებული ოფიციალური განაცხადის ფორსირების მცდელობას, რისთვისაც კიდევ ერთხელ სპეკულაციურად გამოიყენებს საქართველოს და მოლდოვას დიპლომატიურ რესუსრსსა და შესაძლებლობებს;

-ევროკავშირი მაქსიმალურად გაწელავს ამ პროცესს და დაელოდება მომავალი 20-30 წლის შემდეგომ დღევანდელი საომარი მოქმედებების თეატრში ახალი რეალობის შექმნას მასთან სინქრონიზირებული გადაწყვეტილების მისაღებად;

– უკრაინის ხელისუფლებაში ზელენსკი და მისი „მსახურების“ პარტია კიდევ ერთი კადენციით დარჩება , რომელიც მოხმარდება ხელისუფლების ელიტის ოჯახებისთვის ე.წ. „უსაფრთხოების პარაშუტების“ მომზადებას და შექმნას ;

– რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი სრულ წილში ჩაუჯდება უკრაინელ ოლიგარქებს – პინჩუკს, ახმეტოვს, კოლომოისკის, ტიგიპკოს და სხვებს და გააგრძლებენ აუთვისებელი უკრაინული რესურსების ფორსირებულ ათვისებას;

– ევროკავშირი მინიმუმამდე დაიყვანს რუსული ბუნებრივი გაზის მოხმარებას და მაქსიმალურად გაზრდის დაჭირხნილი აირის იმპორტს აფრიკის , არაბეთის და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან;

– ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ლოჯისტიკას გასწევს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის უმცროსი ვაჟის , ჰანტერ ბაიდენის კომპანია;

– ყირიმის სადავო საკითხის გარკვევასა და გადაწყვეტას უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სხვა უმწვავესი საკითხების ნუსხასთან ერთად მემკვიდრეობით გადაულოცავს შემდგომ თაობებს პერმანენტული მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნის საბაბით;

– და ა.შ…

– და სულ ბოლოს:

– უკრაინა და რუსეთი ყოველ წელს უდიდესი აპლომბით დააწესებენ ერთმანეთზე გამარჯვების დღეს და ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ დღეებს მათთვის ჩვეულ გარემოსა და სცენარებით.-

– საქართველო, ანუ იბერია აუცილებლად გაბრწყინდება!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება