fbpx

მთავარი კითხვა ამხანაგ დანილოვს: ჩვენ, რომ გუშინ რუსეთისთვის ფრონტის გახსნას გვთავაზობდით და თქვენ დღეს მშვიდობას ჩალიჩობთ მაგას რა ჰქვია?-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევა ნიკოლეიშვილი-კარგი ამბავი, დღეს სტამბულში გამართულ მოლაპარაკებაზე რაღაც სინათლე გამოჩნდა, რუსეთ-უკრაინის ომს შეწყვეტის პერსპექტივები გამოიკვეთა! სავარაუდოდ; • მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან; • უკრაინა უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანებაზე; • უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორად, რამდენიმე ქვეყანა გამოვა (მოდელი დამუშავება-შეთანხმებას საჭიროებს ); • რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე (EU); •ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის საკითხები განიხილება 15 წლის(დიდი დროა) თუ 15 დღის(ძალიან პატარა დროა!) განმავლობაში.მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, შესაძლოა ხელმოწერილი იქნას „შეთანხმება განზრახულობების შესახებ“, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს დიდი მიღწევაა-ადამიანები არ დაიღუპება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, საშუალება იქნება გაიცვალოს სამხედრო ტყვეები, ქალაქები და ინფრასტრუქტურა კი ნგრევას გადაურჩება ! ცოტა, ნამდვილად არა. ეს, ყველაფერი კარგია, კეთილი და პატიოსანი ბატონებო, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე კითხვა არ მასვენებს. თუ როგორ, რას და რის ხარჯზე თუ რის საფასურად თანხმდება უკრაინის ხელისუფლება მშვიდობას მის ქვეყანაში, ეს მათი საქმეა, დაე, უკრაინელმა ხალხმა განსაჯოს. თუმცა მე უფლებას ვიტოვებ ამის შესახებ ჩემეული ანალიზი მოგვიანებით შემოგთავაზოთ. ახლა კი, მთავარი კითხვა უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ამხანაგ დანილოვს: ჩვენ, რომ გუშინ რუსეთისთვის ფრონტის გახსნას გვთავაზობდით და თქვენ დღეს მშვიდობას ჩალიჩობთ (დანილოვს ეს სიტყვა უხდება!), მაგას რა ჰქვია? მავნებელ ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ე.წ. ტელევიზიებსაც ვეკითხები ის ფანჯარა ისევ ღია, თუ დაიკეტა? რა ვქნათ? ჩავარდა საქართველოში დესტაბილიზაციის კიდევ ერთი სცენარი? უკრაინა და რუსეთი მგონი თანხმდებიან და მშვიდობა იქნება უკრაინაში (ღმერთმა ქნას!). ომი კი, სავარაუდოდ „გაყინული კონფლიქტის ფაზაში გადადის“, ჩვენ რა ვქნათ ამხანაგო დანილოვ დავცხოთ რუსებს თუ აღარ გინდათ ჩვენი ომში ჩათრევა? დარწმუნებული ვარ ახალ ტუტუცობას კიდევ გამოაცხობს ვინმე და არ გამომაპაროთ! მშვიდობა უკრაინას და მის ხალხს, მათ მიმართ სოლიდარული ვარ და ვიქნები ბოლომდე აი, ზოგიერთი პოლიტიკოსების მიმართ კი რა გითხრათ….პრინციპში ცოტა რამ უკვე გითხარით !

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება