fbpx

გოგი ხოშტარია: 25 წელიწადია ეს თანხა მერიცხება და მერე რა ვქნა? თავი ვიმართლო? რას გავს ეს ყველაფერი? რა დაკითხვაა?

როგორ და რატომ ირიცხებოდა ხოშტარიების ფული ხოშტარიების ოჯახში? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა გოგი ხოშტარიას.

“როდესაც სოლიკო ვირსალაძე გარდაიცვალა, მე და მანანა ხიდაშელმა, რომელიც ჩემი დეიდაშვილი, მისი დისშვილი დავიწყეთ მისი ჰონორარების მიღება, რა არის ამაში გასაკვირი? მერე რა მოხდა? რა არის ამაში გასაკვირი?

თქვენ და ქალბატონ ელენეს მოსთხოვეს ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნება, საიდან და როგორ ჩაირიცხა ეს თანხები, არ აპირებთ გამოქვეყნებას?

არავის ჩემთვის არ მუმართავს დოკუმენტების გამოქვეყნებით, თუ ეს გამოქვეყნება საჭირო, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდათ, ის უქნიათ, მითუმეტეს ამ ხელისუფლებას

ბატონო გოგი, თქვენი სურვილით არ აპირებთ გამოაქვეყნოთ?

რატომ უნდა გამოვაქვეყნო? დარეკონ მარინსკის თეატრში, გრანდ ოპერაში და გაიგონ, მე რატომ უნდა ვიმართლო თავი? 25 წელიწადია ეს თანხა მერიცხება, მერე რა ვქნა? გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო? საერთოდ რას გავს ეს ყველაფერი? რა დაკითხვაა? რაშია საქმე?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება