fbpx

დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება და ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი

ნელ-ნელა ცხრება რუსეთ-უკრაინის ომის ეიფორია.
უკვე ყველა ხვდება თუ რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, გამოწვეული იმ შოკით, რაც მსოფლიომ მიიღო ომის დასაწყისში.
დადგა პრაგმატული მოქმედების დრო, შეფასებებიც თანდათან იცვლება. ევროპარლამენტარ ტომ ვანდრედიშის დღევანდელი განცხადება ამის ნათელი დადასტურებაა.
სანქციებმა რომ უკუშედეგი გამოიღო, ამას უკვე მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ფასების და ინფლაციის ზრდამ კი კოლექტიური გაღატაკება გამოიწვია, არც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აუარა გვერდი ევროპარლამენტარმა, განსაკუთრებით უკრაინას შეეხო და ევროპაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა უწოდა. მისი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში კი ევროპას საგიჟეთში გადაშვება უწინასწარმეტყველა.
მოჩქარეს მოუგვიანდესო, ნათქვამია, მართალი ყოფილა ჩვენი ხელისუფლება, როცა იღებდა (ომის დასაწყისში) ისეთ გადაწყვეტებებს, რასაც ახლა ხვდებიან ევროპაში, ამიტომ არის საწყენი ის რეზოლუცია, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მიიღეს სიჩქარით, ემოციით და ჩვენი არაკეთილმოსურნეების დახმარებით, მაგრამ ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება და ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი.-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება