fbpx

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის მნიშვნელობას  და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის  მისაღწევად.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება