fbpx

არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ “ოცნება” პრორუსულია-თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძის აზრით, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ “ოცნება” პრორუსულია, უნდა ვიმსჯელოთ ფაქტებით და არა ვიღაცის სპეკულაციების მიხედვით

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით,  არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ “ოცნება” პრორუსულია, უნდა ვიმსჯელოთ ფაქტებით და არა ვიღაცის სპეკულაციების მიხედვით. ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ გამოცემა ალიონი XXI- თან ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე – შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ოცნება პრორუსულია?

“ამის თქმა, ალბათ, არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ფაქტებით და არა ვიღაცის სპეკულაციების მიხედვით. კონრეტულად რაში გამოიხატება ეს პრორუსულობა? თქვან და შემდეგ ვიმსჯელოთ“ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

მისი თქმით, საქართველო აშკარად არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ, არანაირი ყველი და რძე არ გაუტანიათ საქართველოდან რუსეთში, არ მუშაობს მაგალითად, მირ-ის გადახდის სისტემა.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, რიტორიკა იყო ცუდი და გაუგებარი. მოქმედებები არ იყო არც უკრაინული და არც პრორუსული. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, საქართველო აშკარად არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. საქართველოში არ მუშაობს მაგალითად, მირ-ის გადახდის სისტემა. საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ და ამის შემდეგ არანაირი ყველი და რძე არ გაუტანიათ საქართველოდან რუსეთში. ამ მხრივ, კითხვის ნიშნები მოიხსნა. კი, ვიღაც-ვიღაცებს შეუძლიათ უფრო ნორმალურად ილაპარაკონ, უფრო ფრთხილად და მოზომილად, მითუმეტეს, რაც ხდება ამ ტრაგედიის და უკრაინის ფონზე. ლაპარაკი ერთია და საქმე მეორე” – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება