fbpx

თორნიკე შარაშენიძე სააკაშვილზე – მიშას თუ იმის იმედი აქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, სამწუხაროდ, მე არ ვარ ასე განწყობილი

მიშას თუ იმის იმედი აქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, სამწუხაროდ, მე არ ვარ ასე განწყობილი. ჯერ-ჯერობით, ამ სცენარს მე ვერ ვხედავ –   აცხადებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე გამოცემა ალიონი XXI- თან ინტერვიუში.

აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ძალიან სახიფათოა, რადგან ცხინვალსა და სოხუმში ძალიან რეაგირებენ ჩვენს ყოველ ნაბიჯზე.

„კიდევ კარგი, იმდენად ჭკვიანი არის, რომ ახლა არ უთქვამს, ძალით უნდა შევიდეთო. მსგავსი განცხადებები ძალიან სახიფათოა, რადგან ცხინვალსა და სოხუმში ძალიან რეაგირებენ ჩვენს ყოველ ნაბიჯზე. სულ ჰგონიათ, რომ ჯარით შევალთ. ნაადრევია ამაზე ფიქრი. ჯერ-ჯერობით, რუსები არ გასულან იქიდან. ასე მარტივად არ დაგვაკავებინებენ ამ ტერიტორიებს. მიშას თუ იმის იმედი აქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, სამწუხაროდ, მე არ ვარ ასე განწყობილი. ჯერ-ჯერობით, ამ სცენარს მე ვერ ვხედავ“ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება