fbpx

აკია ბარბაქაძის ოჯახი რუსეთის მოქალაქეებს ბინის დაქირავებაში დაეხმარა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს რუსული გავლენებისაგან განმათავისუფლებლის როლში მყოფი სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძის ოჯახი რუსეთის მოქალაქეებს ბინის დაქირავებაში დაეხმარა.

აკია ბარბაქაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას აანონსებს და ამბობს, რომ რუსული ინტერესების წინააღმდეგ იბრძოლებს.

წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე ბინაში რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, ბინაზე მინდობილობა კი ბარბაქაძის მეუღლეს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინა სწორედ რუსული ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის ოჯახის შუამავლობით გაქირავდა. ამ გარემოებას არ უარყოფს თავად ბარბაქაძე, თუმცა ამბობს, რომ მდგმურებს ბინის მეპატრონე ირჩევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება