fbpx

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.  „რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს  ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო და ამ კანონის ინიცირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა

ლევან ნიკოლეიშვილი-მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომაც ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ

კახა კალაძე: საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ტექნოლოგიები

რეკლამა

სხვადასხვა

უხვი ნალექის გამო თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა

უხვი ნალექის გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. ვითარების ადგილზე გასაცნობად თიანეთის მუნიციპალიტეტში…

არჩევნები 2021

ბერლინში, 19 მარტს კონფერენციაზე სახელწოდებით -„ევროპა 2024“ ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება

ჩვენი გაერთიანება (ევროკავშირი) ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.  უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. თავად ევროკავშირმაც გაანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

სოზარ სუბარი: საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში

გინდ მუქარა დაარქვით, გინდაც ოფიციალური განცხადება-კოკა მორგოშია ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს

მადლობას ვუხდი საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკურებით ეუთო-ოდირის მისიას დადებითი შეფასებისთვის-ირაკლი კობახიძე

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას

რეკლამა

სპორტი

ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრეგამარჯვებით დაიწყო

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონმა“სართიჭალის საფეხბურთო კლუბ „შტურმს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.რვა ტურის შემდეგ ბოლნისის „სიონმა“ 19 ქულა დააგროვა და პირველ ადგილსრუსთავთან ერთად იყოფს.საფეხბურთო მატჩს ბოლნისის მუნიციპალიტეტის…

საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” განცხადება :ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი კიდევ 30 მილიონით დააჯილდოებსფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით,…

სამართალი

„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოძალადე პირი რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია. წყაროს ინფორმაციით, ანდრეი რაუტბერგს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა რამდენჯერმე უფიქსირდება, კერძოდ,…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

ლევან იოსელიანი: ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს