fbpx

კახა კალაძე ოპოზიციას – თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?

„როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და
გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ.
შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, – ასე უპასუხა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29
მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების
დასწრების საკითხს.
თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე
დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების
სრული უფლება ექნებათ.
„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00
საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად,
შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ
მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ,
მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.
დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა
გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ,
რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის
შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და
შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ
თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს,
რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს
შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია
ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოვიდეს? რატომ არ
უნდა მოვიდეს?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება