fbpx

ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს…

ირაკლი კობახიძე  – დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას

ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია

ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის  თავისუფლების სადარაჯოზე. „საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი  და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე  მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ  უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.  ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ  ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი  იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის წინაშე აგებს პასუხს. „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით!ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში

რეალურად, ოქტომბერში არჩევანი იქნება უალტერნატივო, ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. მისივე თქმით, 2021 წელს რომ გაემარჯვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს, საქართველო დღეს უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. „როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, ამ პარტიების თითოეულ ამომრჩეველსა და მხარდამჭერს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც ეკისრებათ მათ ცნობილ პოლიტიკოსებს. შეიძლება ვიღაცამ არასწორი შეფასებების გამო დაუჭირა მხარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩეველის არჩევანს, რომელმაც მაგალითად ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძეს, გახარიას, „გირჩს“, „ევრონაცებსა“ და ა.შ. მათი არჩევანის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დღეს იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოვუწოდოთ, თითოეულ ამომრჩეველს, საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და ამის საფუძველზე გააკეთონ არჩევანი. დღეს, ერთადერთი უალტერნატივო არჩევანია. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როცა ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა. დემოკრატიულ სისტემაში, ბუნებრივია, ჯანსაღ სისტემაში უნდა ჰქონდეს არაერთი ალტერნატივა ამომრჩეველს, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა ევროპულ ქვეყნებში, რომ არც ერთი პარტიის გამარჯვება არ ნიშნავდა ქვეყნის გაუბედურებას. ჩვენთან ასე არაა საქმე. თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი გაიმარჯვებს, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის ძალიან მძიმე უბედურებაში გახვევას. 2021 წელს მათ ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „გირჩს“ და ა.შ. ჩვენ დღეს ვიქნებოდით უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ, საკუთარი პასუხისმგებლობა არჩევანის გაკეთების დროს თითოეულმა ამომრჩეველმა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. „ბოლო კვლევების თანახმად, 60 %-ზე მაღალია ჩვენი რეიტინგი და მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მას შემდეგ რაც ბოლომდე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, ეს 60%-ზე მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სუვერენიტეტის სადარაჯოზე, ეს კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო რეიტინგზე. ამიტომ ,არჩევანს არ აქვს ალტერნატივა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ქართული საზოგადოება უკვე იმდენადგამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით და ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით  ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან  კარგად ჩანს

დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ის რეიტინგიც  კი მთლიანობაში განახევრებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.  „ყველაფერი წერია ცნობილი აკერმანის სახელმძღვანელოში, გუშინაც გაათამაშეს ერთ-ერთი სცენა, რომ ვითომ ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა აქციაზე. მანამდე იყო ტუჩსაცხის წასმა, ყვავილების მიტანა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ წერია აკერმანის სახელმძღვანელოში. შეგიძლიათ, აიღოთ უამრავი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნიდან – უკრაინა, მაკედონია და ა.შ. ყველა ქვეყანაში ამას იყენებენ. სინამდვილეში მთავარი მიზანი რა არის, რომ ამ რიტუალებით ხდება პროტესტის ძალადობრივი ბუნების გადაფარვა, ეს გადაფარვის მცდელობაა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ძალადობას ყველა ხედავს, თუმცა აფრიალებენ შემდეგ ამ რიტუალებს სოცმედიაში, ტელევიზიებში და ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ იქ მისული არიან არა მოძალადე ადამიანები, არამედ გულწრფელი ახალგაზრდები, რომლებიც ხან ტუჩსაცხს ისვამენ, ხან ყვავილები მიაქვთ პოლიციელთან, ხან დროშას გაშლიან და ა.შ. ყველაფერი ზედმიწევნით წერია აკერმანის სახელმძღვანელოში. ამით ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ისეთი რაღაცები აქვს ქართულ საზოგადოებას გამოვლილი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ დროს, შემდეგ პერიოდში ათასი რთული პროცესი იყო, იმდენად გამოცდილია უკვე ქართული საზოგადოება, პომადებით და ყვავილებით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ. ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. გუშინაც ნახეთ, რამდენად უსუსური ძალადობის მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, მივიდა 2-3 ათასი ადამიანი, ნახეს, რომ რესურსი არ ჰქონდათ და შემდეგ დაიშალნენ. რა თქმა უნდა არავითარი რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, რომ თუნდაც ძალადობით მიაღწიონ რაიმე შედეგს. დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ის რეიტინგიც  კი მთლიანობაში განახევრებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. რევოლუცია და ასეთი პროცესები გამორიცხულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა…

ირაკლი კობახიძე  ევროპული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებს ევროკომისია და ევროპული საბჭო

როგორც 2022 წელს დარჩა ფარატინა ქაღალდებად ეს რეზოლუციები და ვერ მოახერხეს ამ ქაღალდების გამოყენება ვერც რევოლუციის ორგანიზებისთვის, ასეთივე ბედი უწერია ამ ახალ ფარატინა ქაღალდს 2024 წელსაც, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა იმედი LIVE-ში ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილებებს იღებს ევროკომისია და ევროპული საბჭო. „2022 წელს, როგორც კი ჩვენ განაცხადი შევიტანეთ კანდიდატის სტატუსზე, დაიწყო რევოლუციური მუხტის შემზადება, შიგნიდან და გარედან, კოორდინირებულად და ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც გამოიყენებოდა მაშინ ამ მუხტის მომწიფებისთვის, იყო სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციები. მაშინ 3 სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს, აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუციები, სადაც ითხოვდნენ დამნაშავეების გამოშვებას, ბიძინა ივანიშვილის დასჯას და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი. ეს ყველაფერი დარჩა რა თქმა უნდა ფარატინა ქაღალდებად. ევროპული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ერთადერთი, ვინც ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებს, არის ევროკომისია და ევროპული საბჭო. პირდაპირ მაქვს მე თვითონ მოსმენილი უმაღლესი დონის შეხვედრებზე ეს გზავნილი, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს, ევროპარლამენტარებს, ევროპარლამენტარების რეზოლუციებს. როგორც 2022 წელს დარჩა ფარატინა ქაღალდებად ეს რეზოლუციები და ვერ მოახერხეს მათ შორის ამ ქაღალდების ვერც რევოლუციის ორგანიზებისთვის გამოყენება, ასეთივე ბედი უწერია ამ ახალ ფარატინა ქაღალდს 2024 წელსაც. აქაც იგივე ხდება, არის ეს თემა გააქტიურებული – მოლაპარაკებების გახსნა. მოლაპარაკებების გახსნას არავითარი პრაქტიკული არსებითი დატვირთვა არ აქვს, სიმბოლური დატვირთვაც კი ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე კანდიდატის სტატუსს. შეიძლება წელს გაგიხსნან მოლაპარაკებები, ან გაისად გაგიხსნან, ეს საერთოდ არ მოქმედებს გაწევრიანების თარიღზე, კანდიდატის სტატუსზეც იგივე იყო და ახლაც იგივეა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს. ახლა წამოიწყეს ახალი თემა, აბამენ რევოლუციურ სცენარს მოლაპარაკებების არგახსნას. კონკრეტულ ადამიანებს უნდათ, რომ  არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან არ გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ, რომ ეს გამოიყენონ მღელვარების გამოწვევისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის და ამას ჩაუფინეს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია. ისევე ჩავარდება ეს სცენარი 2024 წელს, როგორც ჩავარდა 2022 წელს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზულ ყურადღებას ვერ მივაქცევდი ამ რეზოლუციას, მათ შორის, არც ვიზალიბერალიზაციის ნაწილში, არც სააკაშვილის გამოშვების ნაწილში და ა.შ. არავითარი ფასი ამ რეზოლუციას არ აქვს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს

როდესაც კონკრეტული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ემსახურებოდნენ, ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და არა…

ირაკლი კობახიძე -სტიგმატიზაციაზე  საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს,  პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია

გიგაურის და ლომჯარიას შავი ფულის გამოჩენა, რუსეთთან არაფერ კავშირში არ არის,  შავ ფულს თუ გამოაჩენენ, ეს წაადგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს და ა.შ. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია.  „რეალურად ისინი ყველაფერს ქართულ უწოდებენ რუსულს, გასაგებია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, ამიტომ მარტივია სტიგმატიზაცია. სტიგმატიზაციაზე როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ეს ხომ საერთოდ ღიმილისმომგვრელია. სტიგმატიზაციაზე გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს და ა.შ. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, სინამდვილეში არის ფარსი, მათი მოგონილია სტიგმატიზაცია – რუსული, პუტინისტური, კლანი და ა.შ. ეს არის მთლიანად მათი ხელწერა, ეს არის საბჭოური ხელწერა, რომელიც ახასიათებს ამ მდიდარ „ენჯეოებს“ პირველ რიგში და არა მარტო მათ, მათ დონორებსაც ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ ეს ყველაფერი, აღარაფერს ვამბობ რადიკალურ ოპოზიციაზე. ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ფარსი, რა შუაშია რუსეთი. გიგაური საკუთარ შავ ფულს თუ გამოაჩენს ეს რუსეთთან რა კავშირშია, არაფერ კავშირში არ არის, ეს არის კავშირში მხოლოდ ქართული ინტერესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასთან. ისეთ აბსურდზე მიდის საუბარი, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გიგაურის და ლომჯარიას შავი ფულის გამოჩენა რუსეთთან არაფერ კავშირში არ არის. თუ შავ ფულს გამოაჩენენ ეს ადამიანები, ეს წაადგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას

დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე…

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილმა კვიპროსში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ NGO-ებისთვის გამოყოფილი ფულია

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო…

ირაკლი კობახიძე -დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას, ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური  სტანდარტი

დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით,  ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.  „ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნისთვის არასასარგებლო საქმიანობასთან, დანარჩენში საზოგადოებამ უნდა ჩაიხედოს.  მაგალითად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი, ან რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას. ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიას“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმაზე, მაგალითად ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და რისთვის, „დროას“ ან „ფრანკლინის კლუბს“ ვინ აფინანსებს და რისთვის და ა.შ. გასაგებია, რომ ეს გამჭვირვალობა დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა ეს დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და უნდა გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით სამწუხაროდ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ეს მინიმალური სტანდარტი ევროკავშირს მოსდგამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, რასაც გვეუბნება კუბილიუსი, შაჰინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს

ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან,…

ირაკლი კობახიძე – დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას

დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე…