fbpx

ირაკლი კობახიძე – გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე

გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება, საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები – ეკლესიაზე…

ირაკლი კობახიძე -„უცხოური  გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულკანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა  არ არის, ამ კანონისთვის რუსული  კანონის დაძახება არის ცრუპენტელობა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როცა ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის.  „ეს არ არის რუსული კანონი – არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის, მათ  შორის დეტალურად შემიძლია, განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება, შევიდეს სახელმწიფო კონტროლი პირდაპირ ჩაჯდეს და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება, ეს ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების მისამართით, გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიის ეთერით, იქ მითითებული უნდა იყოს ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი, შესაძლებელია, აღიძრას სისხლის  სამართლის საქმე პირის თუ ორგანიზაციის მიმართ – სად არის რუსული ჩვენს  კანონში? როცა ამ კანონს ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ არა  ტყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ – ეს არის ცრუპენტელობა, რადგან  არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს  რუსულ კანონთან.  სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება, ასე ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ  პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით

შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი,…

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ  კანონი ცუდია და  არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე  და შეიძლება, იქ  მიიღო ეს ინფორმაცია

გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია. „ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა. რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაცრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს“ ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, – განაცხადა პრემიერმა

ირაკლი კობახიძე – 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის

გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -თანხმობის შემთხვევაში, მე და ევროკავშირის ელჩები  დავსხდებით, გავცვლით არგუმენტებს გამჭვირვალობის  კანონთან დაკავშირებით, გპირდებითიქიდან იქნება  ნული არგუმენტი

დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან  ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უცხოელების მხრიდან არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ. „დღეს კიდევ ერთხელ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, უცხოელები ვერ წარმოადგენენ არგუმენტს, უბრალოდ არგუმენტი არ არსებობს, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, გკითხო, ფულს რაში ხარჯავ და ქართველ ხალხს გავაგებინო, დასამალი რა გაქვს. თუ კარგ საქმეს აკეთებ და ქველმოქმედებით ხარ დაკავებული, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას. პირობითად, მე ვაფინანსებ სოფლის მეურნეობის პროექტებს, ამაზე ვხარჯავ ფულს, რა არის დასამალი, გამოაქვეყნე, როდის, რამდენი ვის მიეცი, საზოგადოება თუ მიიღებს ამაზე ინფორმაციას წელიწადში ერთხელ, ამაში ცუდი რა არის? იმდენად აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ დათანხმდებიან, დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან  ბუნებაში არ არსებობს. და არა იმიტომ, რომ ელჩები მომზადებული არ იქნებიან და ინტელექტი არ აქვთ, უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ, ბუნებაში ვერავინ დაგიმტკიცებს, რომ ფულის ჩვენება არის ცუდი. უფლება არ მაქვს, ვისაუბრო, რა არგუმენტებით საუბრობენ დახურულ შეხვედრებზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, როცა გვქონდა საუბარი სამ ელჩთან, მათ უბრალოდ გზავნილი გადმოგვცეს, არ უსაუბრიათ, მსჯელობაში არ შევსულვართ ერთმანეთთან. მე მქონდა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მათ მხოლოდ გზავნილი გადმოგვცეს, გაგვიზიარეს, რა მოსაზრება არსებობს ევროკავშირში, ეს იყო ძირითადი მიზანი”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ თუ დღეს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მაგალითად საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი“, „სირცხვილია“ ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა

დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ…

ირაკლი კობახიძე – გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან

მაშინვე აწებებენ ენჯეოები GONGO  იარლიყს – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის იარლიყს და ეს სწორია, რადგან სადაც მთავრობა…

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რაც ამ კანონში წერია, არის ის, რომ NGO იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება, ვისგან მიიღო ფული და რაში დახარჯა, როგორ შეიძლება, ეს იყოს ცუდი და წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან

თქვენ მოგისმენიათ საჯარო არგუმენტი, რატომ არის ქართული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგებიან? ბუნებაში ვერც იარსებებს, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილის მომგვრელი და სამარცხვინოა

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან…

ირაკლი კობახიძე – რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი…

ირაკლი კობახიძე – ევროკომისია ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი, რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი

ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და…

ირაკლი კობახიძე – ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას

ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით,…

ირაკლი კობახიძე – ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა – თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…