fbpx

ამნისტიის თაობაზე ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტი

20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეებზე საპარლამენტო ოპოზიციის “ამნისტიის პროექტი“, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ცნობილია. ამნისტიის თაობაზე…

რა წერია კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში

რა წერია კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – შესაბამის ინფორმაციას “პუბლიკა” ასაჯაროვებს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით…

“რვა პარტია იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი პარლამენტი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა…

ალეკო ელისაშვილი-ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდა, აშკარად პროგრესია

ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” პოზიციები დაახლოვდეს – აშკარად პროგრესია, – ამის შესახებ პარტია…

თალაკვაძეს ჰქონდა არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და უმრავლესობას…

ამერიკის ელჩს არ სცალია ჩვენთვის, რადგან ღარიბაშვილთან ერთად ხსნის წინასაარჩევნოდ ობიექტს – ზაზა ბიბილაშვილი

“ამერიკელების დეკლარირებული პრორიტეტია, არ დაუშვან (ან მაქსიმალურად შეამცირონ) რუსეთის ჩარევა ქართულ არჩევნებში. ხოდა, რა მაინტერესებს –…

ამერიკის ელჩი საქართველოში

გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.  საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი სენატორების განცხადებებზე: თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ უნდა მოვთხოვოთ, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას?

„ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების შეფასებებს საქართველოში…

ელჩი იტყუება!
სიმართლეს ეძახის ჭორებს!
თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს და თქვას მისი სიმართლე

ანალიტიკოსი ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება. “მერამდენედ უნდა დადოს ქვეყნისთვის სასწორზე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ თავისი…

სოზარ სუბარი მოსამართლისთვის შესაძლო პრობლემების შექმნაზე – შემაშფოთებელია, კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში

როცა არანაირი დასაბუთებული ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს, თუ არაფორმალური სანქცია მაინც იქნა გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  ყურადღება დაეთმო საქართველო – აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო – აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით. პრემიერთან შეხვედრისას  კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან  – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტს
ეწვია

ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეოთარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტსეწვიაბოლნისის მუნიციპალიტეტს ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების30…

ვაფრთხილებ მამა-შვილ წერეთლებს,წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთენ-გოგა ხაინდრავა

მინდა, მივმართო „ტვ პირველს“, მის ხელმძღვანელებს, რასაც გრიგოლია და მელია ჩადიან, ეს არის ადამიანის უფლების ძალიან…