fbpx

“რვა პარტია იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი პარლამენტი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი პარლამენტი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებთან  მესამე რაუნდის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, შესაძლოა ოპოზიციის ყველა პარტიისგან არაა მოლოდინი რომ ისინი შევლენ საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ მათ აქვთ დრო, ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე.

„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკები ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი  რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.

გაუზიარე!

Shares