2024 წლის 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო “The Biltmore Hotel Tbilisi”-ში გაიმართება “საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული წლის ყველაზე გამორჩეული ღონისძიება “Knife Show Tbilisi 2024” – დანის მწარმოებელთა, მჭედელთა და სხვა ოსტატთა ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ “Knife Show Tbilisi” “საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის” მიერ წელს უკვე მესამედ იმართება და თამამად შეიძლება ითქვას რომ ის უკვე ტრადიციად იქცა.
გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეა.
წლევანდელ გამოფენაზე ასოციაციაცია, რამოდენიმე სასიხარულო სიახლეს სთავაზობს მონაწილე ოსტატებს და დამსწრე საზოგადოებას:
– ასოციაციის ერთგული წევრების თუ პარტნიორი ორგანიზაციების თანადგომით, წლევალნდელ შოუში მონაწილე ოსტატების შესახებ, პირველად გამოიცემა მაღალი ხარისხის ბეჭდური კატალოგი, რომელშიც დაიბეჭდება როგორც წლევანდელ შოუში მონაწილე ოსტატთა ინფორმაცია, ასევე მათი მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და მათი აღწერა. ეს სიახლე წელს პირველად იგეგმება და ვიმედოვნებთ, რომ შოუს მონაწილე ოსტატთა კატალოგის გამოცემა ტრადიციად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
– წელს ასევე გამოვლინდებიან 8 ნომინაციაში გამარჯვებული ოსტატიები, აქედან 7 გამარჯვებულს გამოავლენს ასოციაციის და ოსტატების მიერ, შერჩეული კვალიფიციური ჟიური,ხოლო მერვე ნომინაციას, რომელსაც “ოსტატთა რჩეული” ეწოდება თავად შოუში მონაწილე ოსტატები შეარჩევენ.
ნომინაციები შემდეგია:
1. საუკეთესო ხელოვნების ნიმუში
2. საუკეთესო ფიქსირებული დანა
3. საუკეთესო დასაკეცი დანა
4. საუკეთესო სანადირო დანა
5. საუკეთესო ტრადიციულ სტილში
6. წლის ინოვაცია
7. საუკეთესო აქსესუარი
8. ოსტატთა რჩეული
– სიურპრიზი ელოდებათ გამოფენის სტუმრებს. მათთვის პარტნიორი ორგანიზაციები, ოსტატები და კომპანიები ჩაატარებენ წამახალისებელ გათამაშებას (ყველა ბილეთის მფლობელი მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას).
-ყველა ნომინაციაში გამარჯვებულ ოსტატს გადეცემა Knife Show Tbilisi-ის სიმბოლური ჯილდო და სერთიფიკატი, ასევე სპონსორი კომპანიები შეარჩევენ მათ რჩეულ ნამუშევრებს და პრიზებს გადაცემენ მათ ავტორ ოსტატებს.