fbpx

ირაკლი კობახიძე – სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციები დაიწყება 

უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე…

ირაკლი კობახიძე – როდესაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს არის შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა, ჩვენ ეს ფაქტი დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უმძიმეს დანაშაულებებში ბრალდებული ყოფილი იუსტიციის მინისტრისა და გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტები შეშფოთებას იწვევს. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელმაც ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრები გამართა. „ჩვენთვის შემაშფოთებელია ეს ვიზიტები და კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია გამოვხატო. ყველამ ვიცით, ვინ არის, ვინ იყო ზურაბ ადეიშვილი. ეს იყო რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, შემოქმედი, ამ რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა იმ რეჟიმმა. საუბარია ათი ათასობით ადამიანზე. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე და დამატებით, ის არის ბრალდებული ორ საქმეზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები, მაგალითად, ერთ-ერთი კომერციული ობიექტის, ღვინის ქარხნის მიტაცების, უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი დანაშაული. ეს არის ერთ-ერთი ტელეკომპანიის, „იბერიას“ ხელში ჩაგდების საქმე, მედიის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული. ეს არის კობა დავითაშვილის გატაცების და მასზე სასტიკი ძალადობის საქმე, რაშიც პირდაპირ იყო ჩართული ზურაბ ადეიშვილი. ეს არის პატიმრების წამების საქმე, რომელზეც მას აქვს შეფარდებული მსჯავრი და ეს არის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე. უმძიმეს დანაშაულებებზეა საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირში, ეს არის ღრმად შემაშფოთებელი თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე ბრალი აქვს წაყენებული ზურაბ ადეიშვილს, 7 ნოემბრის ძალადობის საქმეზე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, მსჯავრდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს არის შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა, ჩვენ ეს ფაქტი დაგვეტოვებინა რეაგირების გარეშე. ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი ფასეულობების ერთგული, როგორიც არის პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. გარდა ამისა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც დამნაშავეები, ძებნილები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის ფარგლებში და ეს ადამიანები დღესაც არიან ეჭვმიტანილები კონკრეტულ ქმედებებში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ კადრებს წარმატებები უსურვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც წარდგენა ნამდვილად…

ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

საქართველოს მთავრობის განცხადება საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების…

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოწოდება, ისედაც LGBT პროპაგანდით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავლენ

“ჩვენი თავი რომ ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ეს დღესაც ძალაშია, რასაც…

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება, ზურაბ აბაშიძე კი მთავრობის მეთაურის მრჩევლის თანამდებობაზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ…

ირაკლი კობახიძე – მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი – ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ

მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების…

ირაკლი კობახიძე – იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს

იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის…

ირაკლი კობახიძე – ფასებთან დაკავშირებით მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში 2012 წლიდან არის 66%-იანი ზრდა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რადგან ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბრის დროს, აშკარაა “აქცენტების გადატანის მცდელობა”. მისი თქმით,…

ირაკლი კობახიძე: ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე

სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,…

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

საქართველოს მთავრობის განცხადება

საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის…

The Guardian: ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის ასოციაციაში მსჯელობენ იმ „ტრანს კლიენტების“ მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ. ქირურგების თქმით, მაგალითად, ვიღებთ ადამიანს, რომელსაც ორივე სქესის სასქესო ორგანო აქვს

ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) თანამშრომლების შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და…

რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე: ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დეზინფორმაცია კი მავნებელია გამავრცელებლისთვის

მანიპულაცია დეზინფორმაციის ნაირსახეობაა. სწორედ ასეთი შეკვეთილი, ობიექტურ საფუძველს მოკლებული, ტყუილებით გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სიუჟეტი…

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციიდან ამოღებას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს

ირლანდიაში ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.…