fbpx

თამთა მეგრელიშვილი: იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები კვოტირების მიღმა მისცემენ საშუალებას ქალებს, პოლიტიკაში ინტეგრირდნენ

„კვოტირების მექანიზმი ერთადერთ საშუალებად არ დარჩება, რომ ქალებმა რეალურად მოახდინონ პოლიტიკური ინტეგრირება,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გენდერული კვოტირების მექანიზმი არის დროებითი და მან საქართველოში უკვე ამოწურა საკუთარი თავი.

„კვოტირების მექანიზმი არის დროებითი და ვფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში საკუთარი თავი უკვე ამოწურა, რადგან სახელისუფლო გუნდმა შექმნა ყველა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი, რომ ქალები პოლიტიკაში ინტეგრირდნენ. მართლაც, ისინი რეალურად წარმატებულები არიან. ვხედავთ, ქალთა ორგანიზაციების მიერ არაერთი ღონისძიება იგეგმება და ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლაა. ვფიქრობ, რომ ეს მაგალითი უნდა ყოფილიყო ყველა სხვა პოლიტიკური ძალისთვის და გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, რომ კვოტირების მიღმა ქალები საკუთარ პარტიებში წამყვან პოზიციებზე დაესახელებინათ.
მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ და კვოტირების მექანიზმი ერთადერთ საშუალებად არ დარჩება, რომ ქალებმა რეალურად მოახდინონ პოლიტიკური ინტეგრირება,“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება