fbpx

თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც ავალდებულებს, რომ შემოსული თანხა და ხარჯები დეკლარირებულად წარადგინონ და არა – ფიზიკურ პირებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დადგა, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში დონორი ორგანიზაციების მიერ დიდძალი ფული შემოედინება, რომელიც შავი ფულის სახით ტრიალებს, გრანტების მიზნებს სცდება და გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკური, მათ შორის, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა ახლა უკვე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე გამჭვირვალობის შესახებ და განმარტა, რომ მას სამართლებრივად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნები იყენებენ.

„გაუმჭვირვალე თანხების ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შემოდინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ვერ იქნება ჩუმად. აქედან გამომდინარე, სახელისუფლო გუნდმა, უმრავლესობამ, რომელთა შორის „ხალხის ძალაც“ არის, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში დაებრუნებინა, რაც, საბოლოოდ, ეჭვი არ მეპარება, რომ სამართლებრივ ვერსიად ჩამოყალიბდება.

ეს არის ძალიან მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ მიზანს ემსახურება. კერძოდ, იმას, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციებმა წარადგინონ და დოკუმენტურად დაასაბუთონ, თუ საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ. ამაში უკანონო არაფერია და ამ პრაქტიკას მიჰყვებიან სამართლებრივად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიც, მათ შორის, თვითონ აშშ-იც, ისრაელი, ავსტრალია და სხვა წამყვანი ქვეყნები. ასევე, ევროკავშირი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო, საფრანგეთმა ეს საკითხი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ჩამოთვლილ ქვეყნებში განსახილველი თუ მოქმედი ეს კანონპროექტები ცალსახად მძიმე შედეგების მომტანია მათი დამრღვევებისთვის. მაგრამ, ქართულ კანონპროექტში, რომელშიც არაფერი შეცვლილა შარშანდელ ვარიანტთან შედარებით, მხოლოდ კონკრეტული ტერმინია ამოღებული, რაც რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებდა, ანუ „აგენტი“ აღარ არის მოხსენიებული. ეს კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობას გააქვს, ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც ავალდებულებს, რომ შემოსული თანხა და ხარჯები დეკლარირებულად წარადგინონ. ანუ, ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს. არ ეხება ფერმერს, არ ეხება გრანტის მიმღებ სტუდენტს, არ ეხება ძვირფას ემიგრანტებს, რომლებიც თანხებს რიცხავენ საქართველოში და ა.შ. ეს ეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომ მათ ყოველი წლის იანვარში წინა წლის დეკლარაცია წარადგინონ“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება