fbpx

შსს ოფიციალურად ადასტურებს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას

„დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი“, –  განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი, რომელსაც 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებულია.

,,საქართველოს ბანკის” ფილიალის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება