fbpx

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და…

თამარ ჩერგოლეიშვილი ლიკა ბასილაიაზე: ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია

თამარ ჩერგოლეიშვილი ლიკა ბასილაიაზე: ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის,…

ნაცების ევროპულობა-გთავაზობთ ამონაწერს ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან- დიტო სამხარაძე

დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ჰააგის სასამართლოს ამონაწერს ასაჯაროებს- ნაცების ევროპულობაგთავაზობთ ამონაწერს ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან: გვირგვლიანი; რობაქიძე;…

ელენე ხოშტარიას რუსული ფული ემაყება(ვიდეო)

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და…

გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც მის ერთ დაძახებაზე გადაავსებს ქუჩებს, სოფლებს, მთებს-ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ირაკლი ღარიბავილზე- გუშინ დაიბადა ახალი ეროვნული ლიდერი! გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც…

ირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილი,  სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე  აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილი,  სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე  აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართვლოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანა,  საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი,  სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოველგვარი აფიშირების გარეშე  აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. „მინდა მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას: დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, “აღქმებს ქმნიან”, რომ თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით თურმე არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი,  სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე  აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართვლოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა ოფიციალურად, დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველაფერი, სტატუსი დატოვა. დღესაც არგუმენტი რა აქვთ, რომ ბატონ ივანიშვილს თურმე აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ძლიან კონსტრუქციულ ოპოზიციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტ ობამას კადრები დაბრუნდნენ, როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი რაც ამათ აქვთ, არის ის, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკური გამგრძელებლები და ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის. მთავარი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართვლოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას,  საქართველოს. წინათ მე დაგისვით კითხვა: თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი: ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალს!“, – განაცხადა პრემიერმა

დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც-ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე…

კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის
მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს?

კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნისმოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს?დედაქალაქის მერმა…

ირაკლი ღარიბაშვილი – ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა  ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო

ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოქალაქეს! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ იცის, მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოქალაქეს! რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ევროპელი მმართველების გადაწყვეტილებაა, მათი ეს გონიერება, რომელიც გამოვლინდა, სწორედ, ამ ევროპული პერსპექტივის ჩაწერით არის მისასალმებელი და ჩვენ ეს ყველას გვახარებს“, – განაცხადა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი –  ჩვენი გუნდი ვართ მზად, მოტივირებული,  გავაგრძელოთ ყველა  რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის,  ხალხისთვის

რაც შეეხება შემდეგ პროცესს, როგორ ვხედავთ და როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას,…

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი – ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის

ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. „მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მთავრობის წევრებო, ბატონო მერო, მოგესალმებით ყველას, ჩვენს მედიის წარმომადგენლებს. მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ წლიური ანგარიში, რომელიც თქვენ მანამდე გამოგეგზავნათ. მე მინდა დეტალურად ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში.  მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ

მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორებ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. „ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის. ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია.  გახსოვთ, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მე საჯაროდ ვთქვი, რომ მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არა თუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ. ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ. ყველა პარამეტრით მეგობრებო. მე მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. რაც შეეხება მოლდოვას – თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს, ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი. ოღონდ დათქმები მინდა ხაზგასმით განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, ანუ ვალდებულებები, პირობები, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ანუ, პრიორიტეტები ჩვენს შემთხვევაში გამოკვეთეს. მე აღარ შეგაწყენთ თავს. ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და მათი რეკომენდაცია არის სწორედ პოლარიზაციის დასრულება. არათუ შემცირება, დასრულება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ 

2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. „ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედია თავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი. რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური არხი არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

ახლა, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტულ რეიტინგებში. მსოფლიო მართლმსაჯულების…