ირაკლი კობახიძე – ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ

ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ასევე არის მთავრობის მხრიდან სპორტის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. „რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა სტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში. „გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ  ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ველოდებით,  რომ აქციის მონაწილეები მეორე  მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი. „გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი -29 აპრილს იქნებიან ჩვენი  მხარდამჭერები ყველა სფეროდან და  ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ

როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ  100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარზე მეტი დაფინანსებული ადამიანები არიან. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან.  ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. ხომ არ გვიკადრია არასდროს და არ ვსაუბრობთ ამაზე. აქვს ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს, რაც უნდა გააპროტესტოს, ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრია არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ-აქტივისთვის,  9 500-დან იყო 2/3 პარტ-აქტივი და შეიძლება იყო 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი. არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ…

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურისფარგლებში იმყოფება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოსჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელესი ქართულიკერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.კულინარიული ტურის…

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ…

ComCom-მა ევროპის უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა,…

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტულიმოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში,…

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკისმაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკისმაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროში მელიორაციის საკითხებზესამუშაო შეხვედრა გაიმართაშეხვედრა…

პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო  მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს,  რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი  მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე  მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო  ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის  პოზიციიდან  ემსახურება. ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა  ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის  მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების  პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.

ირაკლი კობახიძე განათლების  ეროვნული მიზნების დოკუმენტი  ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ  სულისკვეთებას

მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი.ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური  ტენდენციები საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების  დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამსსაუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი  განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების  განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც  დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვსა და ტოლოშში კლუბების რეაბილიტაცია დასრულდა

ახლად რეაბილიტირებული შენობები სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ გახსნეს.…

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. გაცნობით…

აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ. კერძოდ, მიმდინარე…