fbpx

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული
მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე,
ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21
კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი –
განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები,
საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული
აქტივობების მოყვარულთათვის კი – ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები.
სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
აღნიშნული პროექტებისთვის, ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 606
000 ლარი დაიხარჯება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება