fbpx

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვსა და ტოლოშში კლუბების რეაბილიტაცია დასრულდა

ახლად რეაბილიტირებული შენობები სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ გახსნეს.

პროექტის ფარგლებში კლუბებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია – შეიცვალა სახურავი, დამონტაჟდა თეატრალური სკამები, მოეწყო სცენა და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება