fbpx

პრემიერი – როდესაც ქვეყანა ხდება  ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე სერიოზული შეშფოთების საგანია. „მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაშიმონაწილეობაზე –  ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე  უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე. „ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი: შესაძლოა გვითხრან ოკუპირებულ ტერიტორიებს თავი დაანებეთ, მათ თქვენ ვეღარ დაიბრუნებთ, სამაგიეროდ გახდებით ევროკავშირის წევრი – ვთანხმდებით ამას?

„რას გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობა? ეს შეიძლება ნიშნავდეს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის…

მიხეილ ყაველაშვილი: ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან უკვე გაისმა ისეთი განცხადებებიც, რომ თუ ევროკავშირში გვსურს, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა მოგვიწევს – ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა, ოღონდ, ღირსეულად და არა – სუვერენიტეტის დათმობით

„ის დამოკიდებულებები, [რაც აქციაზე მოვისმინეთ], რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ ქვეყნებს ჰქონდეთ, მაგრამ, განსხვავებული შეხედულებების…

დავით ქართველიშვილი: კაჩინსკის განცხადებიდან, რომ ევროკავშირი აშკარად არასწორი მიმართულებით მოძრაობს, ამ ფაქტიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და დღესაც აქტუალურია

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებას იხსენებს,…

ეკა სეფაშვილი: რომელიმე კორუმპირებული ევროპარლამენტარი თუ რამეს გამოქვეყნებს სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების დახმარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას

„ვიზალიბერალიაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი – ამ ყველაფერს ხომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ.…

ლევან ნიკოლეიშვილი: უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ერთობლივი განცხადება – მალე სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ ჩვენ მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ჩამოანგრევს რადიკალების იმედს უცხოელებისგან მხარდაჭერის შესახებ

ის ფაქტი, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ შეჯერდა…

ირაკლი ლატარია „გამჭვირვალობის კანონზე“: აღნიშნული კანონი არის ეროვნული სულისკვეთების და მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

ირაკლი ლატარია „გამჭვირვალობის კანონზე“: აღნიშნული კანონი არის ეროვნული სულისკვეთების და მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ საქართველო გახდება…

ირაკლი კობახიძე -დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება  და მაქსიმალურადგათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე  ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში.  „რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა -,,ხალხის ძალა,,

საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, –…

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ და რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში

ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-დან 28 მაისამდე, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება უცხოელ…

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო

2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, – ამის…

თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. ევროპის დღესთან  დაკავშირებით თბილისის ანძა და…

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”…