ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“
კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის
დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები
(საერთო წონა – 101,25 გრამი) და ოქროს ფირფიტები ( 293,49 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 97 499,12 ლარი
შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.