„უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილპროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, დაპოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასგამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართა გაასაჯაროოს, თუ ვის დარა თანხით აფინანსებდა არჩევნების დროს.თბილისის მერის თქმით, მსგავსი დაფინანსებების მიზანი ქვეყანაში რევოლუციისმოწყობა იყო.„ამ ყველაფრის მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება სხვადასხვა ფორმით -სახელმწიფო გადატრიალებით, დამხობით, რევოლუციის გზით. ეს არახალია და არარის პირველი შემთხვევა. თანხები, რომელიც უცხოეთიდან ე.წ. არასამთავრობოორგანიზაციების გავლით შემოდიოდა, რა თქმა უნდა, ძირითადად ქვეყანაშირევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა. ეს კი იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილპროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, საზოგადოებისგახლეჩისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა. ჩვენფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და ეს მოგონილი არაა. ამის არაერთიმცდელობა ვნახეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელზედა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც საქართველოსთან მიმართებაში.„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. რა დააშავაქართველმა ხალხმა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობდეს? ჩვენ ჩვენსქვეყანას ვიცავთ, არავის ვერჩით და ვართ თავდაცვის რეჟიმში. ამ განცხადებებიდანიკვეთება, რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესებიდაიცვა, არ გახსნა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს. ასევე,წარმოუდგენელია ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, მათ შორისელჩების მხრიდან, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა. ასევე, ჩვენ გვახსოვსრამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, პატივისცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.